The New York Times-ისა და CNN-ის ფოტოამბები განახლებადია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან იწყება და ყოველდღიურად ახალი ფოტოებით ივსება. ბოლო განახლება 7 მარტია, ნიკოლაევის დაბომბვის შედეგები.
ორივე რედაქცია მკითხველს აფრთხილებს, რომ ფოტოგალერეა მძიმე სანახავია. „რეგინფო“ გთავაზობთ მცირე ნაწილს The New York Times-ისა და CNN-ის ვრცელი ფოტორეპორტაჟებიდან.
უკრაინაში ომი მე-12 დღეა გრძელდება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. სამხედრო და სტრატეგიული შენობების პარალელურად რუსეთის ავიაცია რეგულარულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.