weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსეთიდან წავიდა

10:42 კვირა, 10 სექტემბერი 2017

ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსეთიდან წავიდა. როგორც მან რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უცნობმა პირებმა მის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. ჟურნალისტის თქმით, ის რუსეთიდან მშობლებთან ერთად წავიდა და უახლოეს მომავალში უკან დაბრუნებას არ აპირებს.

რადიოს პირდაპირ ეთერში იულია ლატინინა "სკაიპის" საშუალებით ჩაერთო. მას საკუთარი ადგილსამყოფელი არ დაუსახელებია. "შემეშინდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს, მზად იყვნენ ადამიანური მსხვერპლისთვის", - აღნიშნა მან.

რუსული მედიის ინფორმაციით, ივლისში თავდახმა მოხდა ჟურნალისტის სახლზე, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა. 2016 წლის აგვისტოში, ლატინინას "ეხო მოსკვის" ოფისთან ახლოს უცნობი ადამიანი დახვდა და ფეკალიები გადაასხა. ჟურნალისტის ვარაუდით, ინციდენტები მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

იულია ლატინინა ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ჟურნალისტური პრემიის "კამერტონის" ლაურეატია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]