weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ აპირებს – ლავროვი

15:39 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას აპირებს. 

პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა რუსეთი სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, ლავროვმა უპასუხა:

„სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვაპირებთ, ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს. არაერთხელ ავუხსენით უკრაინას, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. მრავალწლიანი შეხსენებების, შეგონების, მოწოდებების მიუხედავად, არავინ მოგვისმინა“.

რაც შეეხება დმიტრო კულებასთან მოლაპარაკებებს, ლავროვი გამოხმაურა უკრაინელი კოლეგის განცხადებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სერგეი ლავროვის თქმით, ანტალიაში გამართულ მოლაპარაკებებზე არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]