ლავროვის მტკიცებით, დიდი ხანია, შენობაში არც ქალები იყვნენ, არც ბავშვები და არც დაწესებულების თანამშრომლები.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის ჰიპოთეტური შეძახილები ე.წ. მხეცობების შესახებ, რომლებიც „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ“ ხორციელდება. სამი დღის წინ, 7 თუ 6 მარტს, ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ფაქტები, რომ
ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია აიღეს „აზოვის“ ბატალიონმა და სხვა რადიკალებმა, საიდანაც ყველა მშობიარე ქალი, ყველა ექთანი და საერთოდ მთელი მომსახურე პერსონალი გააგდეს.
ეს იყო ულტრარადიკალური ბატალიონის „აზოვის“ ბაზა. ეს ცნობები სამი დღის წინ იყო წარმოდგენილი. ამიტომ, თავად გამოიტანეთ დასკვნები, თუ როგორ ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მთელ მსოფლიოში. ვნახე ყველა ეს რეპორტაჟები ძალიან ემოციურია, მაგრამ სამწუხაროდ, ნებისმიერ სიტუაციაში მეორე მხარე, რომელიც ცდილობს ობიექტური წარმოდგენის შექმნას, არასოდეს სარგებლობს განსაკუთრებული ყურადღებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
უკრაინამ 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ადგილზე გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალაზე ჩანს განადგურებული შენობები, საიდანაც მაშველებსა და მოხალისეებს ორსული ქალები, ბავშვები და პერსონალი გამოჰყავთ. დღეს, მარიუპოლის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 3 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ბავშვიც არის.