weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა – სახალხო დამცველი

18:51 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 15 დღის განმავლობაში, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა – ეს ინფორმაცია დღეს უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა. 

უკრაინის სახალხო დამცველი რამდენიმე ფაქტს ასახელებს. კერძოდ, ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში ავიადარტყმების შედეგად 7 კერძო ერთსართულიანი სახლი დაინგრა, 5 ადამიანი დაიღუპა, მათგან 3 ბავშვია. სახალხო დამცველის ცნობით, ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო. 

16 წლის ბიჭი დაიღუპა დაბომბვის დროს ხარკოვის ოლქში სოფელ ჟუკოვსკის ბაზარში. წუხელ, ასევე ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკოიეში მორიგი დაბომბვის დროს, ჭურვმა საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 4 ადამიანი დაიღუპა. მათგან 2 ქალი და 2 ბავშვია. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, 5 წლის გოგონა სიკვდილს გადაურჩა. 

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში შეჭრის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მოქმედებენ, რაც უკრაინას თავისი შვილების სიცოცხლე და უკრაინელი ხალხის მომავალი უჯდება. 

„დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებო, დაგვეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებაში – დახურეთ ცა უკრაინის თავზე“, – აცხადებს ლუდმილა დენოსოვა. 

რუსეთის უკრაინაში 15 დღის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]