weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინმა უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

12:41 პარასკევი, 11 მარტი 2022

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას დათანხმდა. 5 მარტს პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ეს საჭირო არ გახდებოდა.

„რაც შეეხება მოხალისეებს და იმ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც სამხედრო კომისარიატებში მოდიან, მადლობელი ვართ პატრიოტიზმისთვის, ქვეყნის და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სურვილისთვის. შესაძლოა, მათი მოსვლის ფაქტიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი დახმარება ჯერ არ არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება საჭირო“, – განაცხადა 5 მარტს ვლადიმერ პუტინმა.

დღეს, 11 მარტს, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა თქვა: „თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც სურთ მოხალისეობრივ საფუძველზე, მით უმეტეს, არა ფულის გამო, გაემგზავრნენ და დონსაბსში მცხოვრებ ხალხს დაეხმარონ, უნდა დავეხმაროთ მათ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადასვლაში“.

პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ და დაიწყეს ფართომასშტაბიანი ომი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ომს არ უწოდებს და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 11 მარტამდე რუსეთმა 12 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი დანაკარგების შესახებ ცნობებს არ ავრცელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]