weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ომის დაწყების შემდეგ 2.5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა – UNHCR

17:39 პარასკევი, 11 მარტი 2022

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 2.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა, დაახლოებით 2 მილიონი კი იძულებით არის გადაადგილებული უკრაინის შიგნით.

„მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი ამ აზრსმოკლებული ომის გამო“, – წერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი Twitter-ზე.

1 524 903-მა უკრაინელმა ლტოლვილმა თავი პოლონეთს შეაფარა, 225 000-ზე მეტმა უნგრეთს, 176 000-ზე მეტმა სლოვაკეთს, 104 ათასზე მეტმა კი მოლდოვას.

რუსეთი უკრაინაში 16 დღის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა. მანამდე აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. UNHCR-ის მონაცემებით, 18-23 თებერვალს, ამ რეგიონებიდან რუსეთში 96 000 ადამიანი გადავიდა. ჯამში, უკრაინიდან რუსეთში დაახლოებით 105 ათასი მოქალაქე წავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]