weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეზნიკოვის თქმით, ომში ბელარუსის ჩასათრევად რუსეთი პროვოკაციების მოწყობას აპირებს

18:50 პარასკევი, 11 მარტი 2022
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ომში ჩათრევას შეეცდება. რეზნიკოვმა დღეს მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა და პროვოკაციის შესახებ გააფრთხილა.

„ინფორმაციით, რომელშიც ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებული და რომელიც დადასტურებულია, ამ წუთებში რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა სისხლიანი პროვოკაციების სერიას ამზადებს. მათი დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, რუსული ავიაცია ემზადება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელორუსის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე დარტყმისთვის“, – აცხადებს რეზნიკოვი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, დანაშაულის შესანიღბად, რუსეთი ბელარუსზე თავდასხმას უკრაინის საჰაერო სივრციდან აპირებს. რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინა არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ აპირებს ბლარუსის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელებას.

დღეს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ „უკრაინა არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმასაც აპირებდა“. მისი თქმით, 24 თებერვალს, პუტინს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რომ არ დაეწყო „რამდენიმე დღეში დიდი დანაკარგი იქნებოდა“.

„ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელორუსის და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნაზე იმყოფებოდნენ. ამიტომ ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია. ჩვენი სინდისი სუფთაა. კარგია, რომ დაიწყეთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა. პუტინი აცხადებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომელიც უკრაინის „დემილიტარიაზაციასა“ და „დენაციფიკაციას“ ისახავს მიზნად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]