weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბჭოთა დროს ყოველთვის სანქციების ქვეშ ვიყავით და ნორმალურად ვცხოვრობდით – ლუკაშენკო

19:19 პარასკევი, 11 მარტი 2022

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციები რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

„რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, ჩვენ ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი უფრო მასშტაბურია, მაგრამ ამ, ბოდიში, დასავლეთის ღორობას ჩვენ უკვე შევეჩვიეთ. რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არალეგიტიმურია (როგორც მათ უყვართ თქვა), ეს ყველაფერი უკანონოა, არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელთა ნაწილს ჩვენც და ისინიც შეერთებული ვართ. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ღორობაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, დღეს, ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, სანქციებს გაუძლებენ თუ არა, რაზეც მისი პასუხი ასეთია:

„დღეს ასე არ დგას საკითხი. დღეს სანქციები ჩვენთვის... ეს შესაძლებლობების დროა. მე საბჭოთა ადამიანი ვარ, თქვენ კარგად იცნობთ საბჭოთა პერიოდს, მაშინ ყოველთვის სანქციების ქვეშ ვიყავით და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით“, – უთხრა ლუკაშენკომ პუტინს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]