„კიევის ჩრდილო-დასავლეთით ბრძოლა გრძელდება, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში რუსეთის სახმელეთო ძალების დიდი რაოდენობაა განლაგებული. რუსული კოლონის ნაწილები კიევის ჩრდილოეთით განლაგდნენ. ეს სავარაუდოდ ემსახურება რუსეთის მცდელობას, ქალაქი ალყაში მოაქციოს. ეს ასევე შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, შეამციროს საკუთარი დაუცველობა უკრაინის კონტრშეტევების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ძალებს“, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის ძალების ალყაშია ქალაქები ხარკოვი, ჩერნიჰივი, სუმი და მარიუპოლი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 დღის განმავლობაში ოკუპანტის დანაკარგი 12 ათას სამხედროს აღემატება.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 2.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად დაახლოებით 1546 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათგან სულ მცირე 564 გარდაიცვალა.