weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სააკაშვილს პასპორტებს ჩამოვართმევთ და უკან გავაბრუნებთ – უკრაინის სასაზღვრო სამსახური

13:02 კვირა, 10 სექტემბერი 2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს, უკრაინის დროით 14:00 საათზე, "კრაკოვეცის" სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ.

სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვასილი სერვატიუკმა უკრაინულ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ სააკაშვილს პასპორტებს ჩამოართმევენ და უკან, პოლონეთში გააბრუნებენ.

"დღეის მდგომარეობით, ბატონ სააკაშვილს რამდენიმე უკრაინული პასპორტი აქვს: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და მას დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც მოვიდა", - განაცხადა ვასილი სევატიუკმა.

"კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან სააკაშვილის მომხრეები არიან შეკრებილები, მათ შორის პარტიების "ბატკივშჩინას" და "სამოპომიჩის" წარმომადგენლები. საზღვართან იმყოფება "ბატკივშჩინას" ლიდერი იულია ტიმოშენკოც.

27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მესამედ მიიღო თხოვნა, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]