„აქ ვიმყოფებით, რადგან, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა, ამით დავიცვათ საკუთარი უფლებები, დემოკრატია და კონსტიტუცია, მათ შორის ფასეულობები, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა იულია ტიმოშენკომ "რუსთავი 2"-თან.
ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ავტობუსით ოჯახის წევრებთან, ჟურნალისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტისკენ გაემართა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ.