weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

19 დღეში უფრო მეტი რუსი დაიღუპა, ვიდრე ჩეჩნეთში, ორ ხანგრძლივ ომში – ზელენსკი

11:50 სამშაბათი, 15 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგი იმაზე მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის მრავალწლიანი ომების დროს ჰქონდა.

„ჩვენი მამაცი დამცველები აგრძელებენ რუსული ჯარებისთვის გამანადგურებელი ზარალის მიყენებას. მალე, ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენების რაოდენობა ასობით ერთეულს მიაღწევს. მათ უკვე დაკარგეს 80 საბრძოლო თვითმფრინავი, ასობით ტანკი, ათასობით ერთეული სხვა აღჭურვილობა.

19 დღეში რუსულ არმიას უკრაინაში უფრო მეტი დაღუპული ჰყავს, ვიდრე ჩეჩნეთში, ორ სისხლიან და ხანგრძლივ ომში. Რისთვის?“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანო ომი დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 13 500-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. გარდა ამისა, განადგურებულია რუსეთის 404 ტანკი, 1279 ერთეული – ჯავშანტექნიკა, 150 – საარტილერიო სისტემა, 64 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 36 – საჰაერო-საზენიტო სისტემები, 81 – თვითმფრინავი, 95 – ვერტმფრენი, 640 – ავტომობილი, 3 – გემი/მოტორიანი ნავები, 60 – საწვავის ავზი, 9 – უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

13 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, 18 დღის განმავლობაში, 1300 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]