weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე ვომობთ – არესტოვიჩმა განმარტა, რატომ არ ბომბავს უკრაინა რუსეთის ქალაქებს

18:18 სამშაბათი, 15 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის დადანაშაულება იმაში, რომ ოკუპირებული დონეცკი „ტოჩკა-უ“ სარაკეტო სისტემიდან დაბომბვა უაზრობაა.

მარკ ფეიგინთან საუბრისას არესტოვიჩმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არავითარი საფუძველი არ აქვთ დონეცკის მიმართულებით ისროლონ, განსაკუთრებით ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობისას.

„რთულად წარმომიდგენია, რატომ უნდა გვინდოდეს, ახლა დონეცკის მიმართულებით „ტოჩკით“ სროლა. 18 დღე-ღამე არ ვისროდით და ახლა, მოლაპარაკებებისა და მარიუპოლიდან ევაკუციის დროს გადავწყვიტეთ სროლა... ამის სამხედრო ან არასამხედრო საჭიროება არ არსებობდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, რატომ არ ბომბავს უკრაინა რუსეთის დიდ ქალაქებს, რომლებიც უკრაინის საზღვართან მდებარეობენ, მაშინ, როდესაც ტექნიკურად ეს შესაძლებელია.

„სანამ ეს ბოლომდე არ გარკვეულა, ვიტოვებ შესაძლებლობას, რომ სადღაც ვისროლეთ „ტოჩკა-უ-თი“, რომელიც ან ჩამოაგდეს დონეცკის თავზე ჩამოაგდეს ან ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა, მაგრამ ის, რომ დონეცკისთვის „ტოჩკა უ-თი“ არ გვისვრია, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.

ჩვენ არ ვესვრით რუსეთის ქალაქებს, არ ვესვრით ბელარუსს (თუმცა შეგვიძლია), საიდანაც რეგულარულად გვესვრიან, იმიტომ, რომ ეს ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ჩვენ არანაირ შანსს არ მივცემთ იმისთვის, რომ რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე აგრესიაში დაგვადანაშაულონ. არცერთ შანსს არ მივცემთ. ჩვენ ვომობთ მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.

14 მარტს ოკუპირებულ დონეცკში „ტოჩკა უ-ს“ რაკეტის ნაწილები ჩამოვარდა. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის განცხადებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 28 კი დაიჭრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]