weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის შემოჭრამ ეჭვქვეშ დააყენა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ალიანსი - ნატო – ზელენსკი

23:41 სამშაბათი, 15 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა, რომ მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი გარანტიები, რადგან ძველები არაეფექტური აღმოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის ლიდრები 15 მარტს ლონდონში შეიკრიბნენ.

„უკრაინაში რუსეთის შემოჭრამ გაანადგურა ყველაფერი, რაც ინარჩუნებდა ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებას და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო უსაფრთხოებასაც; იმ ორგანიზაციების წონა, რომლის იმედიც ყველას გვქონდა; საერთაშორისო კონვენციების ძალა. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ალიანსი - ნატო“, – უთხრა მათ უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, ნატო-მ ჯერ ვერ გაბედა უკრაინის ცის დახურვა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, გრძელდება უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა და ადამიანების მკვლელობა, სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების აფეთქება.

„ამიტომ, ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით კი რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნები, დღეს არ არიან დარწმუნებული, რომ ალიანსს არ შეეშინდება პასუხის გაცემის, თუ რუსული რაკეტები და თვითმფრინავები მათთანაც მიფრინდებიან. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ხომ უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი მხოლოდ დასაწყისია, რომ იქნებიან სხვა ევროპული ქვეყნებიც. ამას არც კრემლში უარყოფენ.

ხაზს ვუსვამთ:

ჩვენ გვჭირდება ურთიერთქმედების ახალი ფორმატები, ახალი გამბედაობა და თუ ნატოს „ღია კარში“ ვერ შევდივართ, მაშინ უნდა ვითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან.

ჩვენ გვინდა საიმედო გარანტიები, რომლებიც გამოგვადგება და ესე იგი, თქვენც გამოგადგებათ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდე არის შესაძლებელი „რუსული ომის მანქანის“ შეჩერება, რათა შეჩერდეს ადამიანების მკვლელობა და, რაც მთავარია, დემოკრატიების განადგურება. მან გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრ სახელმწიფოებს სთხოვა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელები ბრძოლის ველზე მოპოვებულ რუსულ ტექნიკას ისევ მტრის წინააღმდეგ მიმართავენ და ასევე, იყენებენ ძველ საბჭოთა აღჭურვილობასაც, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ მუშაობდა.

„თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, ერთი უკრაინული ტანკზე 100 რუსი, ხოლო ერთი უკრაინელი სამხედროზე - საოკუპაციო ძალების 30-მდე ჯარისკაცი მოდის. ამიტომ, ძალიან გვინდა, რომ დაგვეხმაროთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ მოცულობის გაზრდას და იგრძნობთ როგორ გააძლიერებს ეს ჩვენს დაცვას, თქვენს უსაფრთხოებასაც ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებს ყოველთვის ემახსოვრებათ ისინი, ვინც ყველაზე რთულ დროს დახმარება აღმოუჩინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]