weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინაში რუსული პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი მიიღეს

11:09 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ უკრაინის უმაღლეს რადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანონი კრძალავს, ისეთი საინფორმაციო პროდუქტების გავრცელებას, რომელიც მიმართულია რუსეთის ქმედებების პროპაგანდაზე. კერძოდ, ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას, ლეგიტიმურად აღიარებას მას, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის „შიდა კონფლიქტად“, „სამოქალაქო კონფლიქტად“, „სამოქალაქო ომად“ წარმოჩენის გზით, ასევე, უარყოფს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებითი ოკუპაციას.

ამავდროულად, იკრძალება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ჩამდენი პირების განდიდებას.

კანონი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში ისეთი პოლიტიკური პარტიების, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რომლებიც ეწევიან ომის პროპაგანდას ან ამართლებენ აგრესორი ქვეყნის ქმედებებს. მათი საქმიანობა შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]