weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ იმაზე ნაკლებს მივიღებთ ვიდრე ომის დაწყებამდე გვქონდა, ეს ჩვენი მარცხი იქნება – არესტოვიჩი

12:41 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს და არც დონბასზე იტყვის უარს. ამის შესახებ მან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

„რაზე შეიძლება წავიდეს უკრაინა მოლაპარაკებებზე? რის მისაცემად ვართ მზად?“ – ჰკითხა არესტოვიჩს გორდონმა.

„ჩვენ არაფრის მისაცემად არ ვართ მზად. პირიქით, ჩვენ ვაყენებთ საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს და მკაფიოდ გვესმის, რომ თუ იმაზე ნაკლებს მივიღებთ, ვიდრე ომის დაწყებამდე გვქონდა, ეს ჩვენთვის დამარცხებაა. მარცხზე აქ არავინ არაა თანახმა“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.

გორდონის კითხვას, თუ რუსეთი უკრაინისგან მოითხოვს, აღიაროს ყირიმი, უარი თქვას დონბასზე - ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების, მათ შორის, ქალაქ მარიუპოლის ფარგლებში, შეიძლება თუ არა უკრაინა ამაზე წავიდეს, არესტოვიჩმა უპასუხა:

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე წავალთ, მაგრამ სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ, არ ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებების მაგიდაზეა. არის ვერსია, მაგალითად, ერთობლივი მმართველობა. ისტორიაში სხვადასხვა მაგალითებია. მაგალითად, თურქეთი თავისი კვიპროსით. ის ჩრდილოეთ კვიპროსს თავისად მიიჩნევს, თუმცა ამას მსოფლიოში სხვა არავინ აღიარებს. მილიონი ვარიანტი არსებობს.

ვფიქრობ, ჩვენი დიპლომატია გაუმკლავდება, ასევე რუსული და საერთაშორისო, რადგან ამაში ჩართულია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ქვეყნების მთელი სისტემა. იმ ქვეყნებისაც კი, რომლებიც უკრაინისგან შორს არიან, მაგრამ რუსეთისთვის ძალიან სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენენ და ისინი თავის გარანტიებს იძლევიან. ამაზეა საუბარი. საჭიროა სწორად გვესმოდეს, რომ ახლა არა მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არამედ რამდენი ლიდერია ჩართული, რათა მიიღწეს ჩარჩო შეთანხმება, რაც უკრაინის გამარჯვება იქნება“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები „საკმაოდ წარმატებულად“ მიმდინარეობს და თუ მოხერხდება ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა, „რისი იმედიც არსებობს“, ყველაფერი დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]