weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაიდენი პუტინზე: „ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა“

01:22 ხუთშაბათი, 17 მარტი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ჟურნალისტის შეკითხვას, უკვე უწოდებდა თუ არა პუტინს ომის დამნაშავეს, ბაიდენმა ჯერ „არა“ უპასუხა, თუმცა შემდეგ კითხვის გამეორება ითხოვა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა“.

Reuters-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა პუტინთან მიმართებაში მსგავსი ფრაზა საჯაროდ პირველად გამოიყენა. მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ ბაიდენი „გულიდან ლაპარაკობდა“ და აღნიშნა, რომ არსებობს ცალკე სამართლებრივი პროცესი, რათა დადგინდეს, დაარღვია თუ არა პუტინმა საერთაშორისო სამართალი და ჩაიდინა თუ არა ომის დანაშაულები. საკის თქმით, ეს პროცესი სახელმწიფო დეპარტამენტში ახლა მიმდინარეობს.

ამასთან, 16 მარტს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს. საუბარია, უფრო დიდი რადიუსის საზენიტო სისტემებითა და დრონებით უკრაინის უზრუნველყოფაზე. როგორც ბაიდენმა თქვა, უკრაინა თავისუფლებისთვის იბრძვის და ამერიკელი ხალხი პასუხობს დახმარებაზე მოწოდებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]