weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

პუტინი საღად აზროვნებს და აბსოლუტურად ადეკვატურია – ლუკაშენკო

15:53 შაბათი, 19 მარტი 2022

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საღად აზროვნებს და აბსოლუტურად ადეკვატურია. ამის შესახებ მან იაპონურ ტელეკომპანია BTS-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ფიზიკურად არ არის ჯანმრთელი, ან კიდევ რაღაც მოხდა... როგორც ჩვენთან ამბობენ, ის ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია, ბევრჯერ გაცივდება ყველა ჩვენგანი დაკრძალვაზე. ის აბსოლუტურად ადეკვატური და ნორმალური ადამიანია.

ასე რომ, დასავლეთმა და თქვენც თავიდან ამოიგდეთ, ეს, როგორც ჩვენ ვამბობთ, სისულელე, ეს სიცრუე. პუტინი აბსოლუტურად ადეკვატურია, ის საუკეთესო ფორმაშია, ვიდრე ოდესმე, ასრულებს თავის ფუნქციურ მოვალეობებს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად.

ის სრულიად საღად მოაზროვნე, ჯანსაღი ადამიანია. ფიზიკურად ჯანმრთელია, ის სპორტსმენია. ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა იმისთვისაა, რომ რუსეთის შიგნით პრეზიდენტისადმი ნდობა შემცირდეს. ეს არ გამოვა!“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან მეგობრული ურთიერთობები აქვს და რამდენადაც შესაძლებელია დეტალურად იცნობს სახელმწიფოებრივ და პირად საკითხებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]