weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია“ – ლუკაშენკომ განმარტა რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას

16:17 შაბათი, 19 მარტი 2022

„აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ დღეს რუსეთი უკრაინას – პუტინი ზელენსკის – სთავაზობს შეთანხმების აბსოლუტურად მისაღებ ვარიანტს. დღეს კიდევ არის შესაძლებელი უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ და ზელენსკიმ პუტინთან ერთად ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ იაპონურ ტელეკომპანია BTS-სთან ინტერვიუში.

ლუკაშენკოს თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტი პუტინის შეთავაზებას არ დათანხმდება, მოკლე ხანში იძულებული იქნება, კაპიტულაციის შესახებ აქტს მოაწეროს ხელი. 

„რუსეთი ამ ომში არ წააგებს. როგორც კი ხელმოწერილი იქნება შეთანხმება, რომელიც ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკებების საფუძველზე მუშავდება, შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი არ დათანხმდება ოპერაციის შეჩერებას ან შეწყვეტას მანამ, ვიდრე შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი“, – განაცხადა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ რუსეთი აუცილებლად მიაღწევს იმ მიზნებს, რომლებიც „ოპერაციის“ დაწყებამდე დასახა.

ჟურნალისტმა ლუკაშენკოს სთხოვა, უფრო დეტალურად ესაუბრა, რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას.

„რუსეთი უკრაინას სთავაზობს ისეთ რაღაცებს, რომლებიც... აი, ბელარუსში ხდება. ანუ უკრაინა უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია – გარკვეული ნიუანსებით. ის არ უნდა იყოს პლაცდარმი რუსეთზე თავდასხმისთვის, უპირველეს ყოვლისა. მას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, არ უნდა ემუქრებოდეს რუსეთს, არ უნდა უკრძალავდეს უკრაინაში მცხოვრებ ხალხს ნებისმიერ ენაზე საუბარს – იქ ცოტა რუსი არაა და თუ მათ უნდათ რუსულად საუბარი, ილაპარაკონ. იქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვავდეს ნაციზმი, რათა არ გადაიზარდოს ფაშიზმში, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდში გამოვცადეთ. რა არის ამაში ცუდი? ყველაფერი ბუნებრივია, მაგრამ რუსეთი ამას ახლა სთავაზობს უკრაინას. თუ უკრაინა არ მოილაპარაკებს რუსეთთან, კაპიტულაციას მოაწერს ხელს. ახლა შესაძლოა ერთადერთი და განუმეორებელი მომენტია, რომ უკრაინა ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან. უკრაინა ამ მომენტს უნდა ჩაეჭიდოს. ეს სასარგებლო იქნება უკრაინისთვის, რუსეთისა და ბელარუსისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავალი მხარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]