ამასთან, გენპროკურატურის თანახმად, რეგულარული დაბომბვისა შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, აქედან 69 მთლიანად განადგურდა.
„დაზიანებული სკოლები და საბავშვო ბაღები უმეტესად დონეცკშია – 138, ხარკოვში – 77, კიევში – 41, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 33, ხერსონში – 21, დედაქალაქში – 43“, – განაცხადეს გენპროკურატურაში.
უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან იმ რაიონებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ასევე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაბომბვის ადგილების შემოწმება შეუძლებელია.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) ოფისის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 მარტამდე, უკრაინაში 816 მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაღუპული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1333 ადამიანს შეადგენდა. OHCHR მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია. OHCHR-ს თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეები ძირითადად დაბომბვებისა და აფეთქებების შედეგად იღუპებიან.