weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაეროს გენმდივანი უკრაინაში ომის გამო „შიმშილის ქარიშხლის“ საფრთხეზე საუბრობს

19:42 შაბათი, 19 მარტი 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო მსოფლიოს შიმშილის საფრთხე ემუქრება.

გუტერეშის თქმით, საომარი მოქმედებები უკვე არღვევენ მიწოდების ჯაჭვებს და მივყავართ საწვავის, საკვებისა და ტრანსპორტის ფასების მკვეთრ ზრდასთან.

„უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რათა თავიდან ავიცილოთ შიმშილის ქარიშხალი და გლობალური კვების სისტემის ნგრევა“, – ამბობს გუტერეში.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 24-ე დღეა უკრაინის ქალაქები ავიაციისა და სარაკეტო სისტემების მეშვეობით იბომბება. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საცხოვრებელი კვარტალები, საავადმყოფოები და სკოლები, ხდება. გაეროს მონაცემებით, 17 მარტის ჩათვლით, საომარ მოქმედებებს 816 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 1333 კი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]