weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების იმედის გაქრობას საქართველოსა და მოლდოვაში“

00:18 კვირა, 20 მარტი 2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა მეზობლად თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის არსებობის შიშმა გადააწყვეტინა. ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა.

„საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ გააკეთა ეს - რატომ გადაწყვიტა ამ სრულიად უდანაშაულო ქვეყანაში შეჭრა? მას ნამდვილად არ სჯეროდა, რომ უკრაინა მალე შევიდოდა NATO-ში და მან მშვენივრად იცოდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების განთავსება არ იყო დაგეგმილი. მას მაინცდამაინც არ სჯეროდა ნახევრად-მისტიური სისულელის, რომელიც რუსი ხალხის წარმომავლობის შესახებ დაწერა... ნოსტრადამუსი ხვდება რუსულ ვიკიპედიას... ეს არ იყო მიზეზი. ვფიქრობ, მას სულ სხვა მიზეზის გამო შეეშინდა უკრაინის. მას შეეშინდა იმიტომ, რომ უკრაინაში თავისუფალი პრესა და არჩევნებია“, – განაცხადა ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე გამოსვლისას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება, თუ შეჭრა მისი გეგმის მიხედვით გაგრძელდა.

„თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში. ეს ნიშნავს დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისს მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა დაასრულოს დამოკიდებულება რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]