weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის ხელისუფლებამ მარიუპოლის ჩაბარებაზე რუსეთის ულტიმატუმი უარყო

10:56 ორშაბათი, 21 მარტი 2022

უკრაინა არ აპირებს რუსეთის ულტიმატუმს დათანხმდეს და ქალაქი მარიუპოლი ჩააბაროს. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

20 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას, ასევე გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს წერილობით მიმართა და უკრაინელებს ულტიმატუმი წაუყენა, დადონ იარაღი და მარიუპოლი დატოვონ. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, რუსეთი ამ პირობის შესრულების შემდეგ იქნება მზად „მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“ დერეფანი გახსნას.

„ჩაბარებაზე და იარაღის დაყრაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ამის შესახებ რუსულ მხარეს უკვე ვაცნობეთ. მე მივწერე: „8-ფურცლიან წერილებზე დროის კარგვის ნაცვლად, უბრალოდ გახსენით დერეფანი“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

20 მარტს, კვირას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევისგან პასუხს ორშაბათს, დილის 5 საათამდე დაელოდებოდა. მიზინცევმა მარიუპოლის ხელისუფლებასაც მიმართა და „ხალხის მხარეს“ გადასვლისკენ მოუწოდა.

„სწორედ თქვენ გაქვთ ახლა უფლება გააკეთოთ ისტორიული არჩევანი - ან ხალხთან ხართ, ან ბანდიტებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გელოდებათ, სულ მცირეა, რაც უკვე დაიმსახურეთ“, – ამბობდა მიზინცევი.

უკრაინის მოთხოვნაა, რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ გახსნან დერეფანი, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ზაპოროჟიეში გაყვანა მოხერხდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]