თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის ინფორმაციით, ბაიდენი ვარშავაში მას შემდეგ ჩავა, რაც ბრიუსელში NATO-ს მოკავშირეებთან, დიდი შვიდეულის წევრებთან და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.
„პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ პასუხობს შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – განაცხადა საკმა.
24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინიდან პოლონეთში დაახლოებით 2 მილიონი ლტოლვილი გადავიდა.
ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა დაგეგმილი არაა.