weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს არაა ომი, ეს ქვეყნის განადგურებაა... რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის – ბორელი

15:36 ორშაბათი, 21 მარტი 2022

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის. იმას, რაც ქალაქ მარიუპოლში ხდება, ბორელმა „მასიური ომის დანაშაული“ უწოდა.

„რუსეთი მართლაც სჩადის უამრავ ომის დანაშაულს - ეს არის სიტყვა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ის, რაც მარიუპოლში ხდება, მასიური ომის დანაშაულია. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, ბომბავენ და კლავენ ყველას განურჩევლად. ეს არის საშინელება, რომელიც ყველაზე მკაცრად უნდა დავგმოთ“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, რუსეთი მთელ თავის სამხედრო შესაძლებლობებს იყენებს და პრობლემაა ის, რომ იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ეს არ არის ომი, ეს არის ქვეყნის მასიური განადგურება, ომის კანონების ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე, რადგან ომებსაც აქვთ კანონები.

მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად, საერთაშორისო სასამართლომ უკვე დაგმო ეს შეჭრა. მორალურად, მათ დაკარგეს ყოველგვარი საფუძველი, რადგან რასაც აკეთებენ, სრულიად ამოვარდნილია ომის ყოველგვარი კანონებიდან.

ეს არ არის ომი, ეს არის განადგურება ხალხის, რომელიც წარმოუდგენლად იტანჯება. რუსეთი, პუტინი, იმსახურებს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უმკაცრესად დაგმობას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გააგრძელებს უკრაინის მხარდასაჭერად მუშაობას და ამისთვის ყველა რესურსს გამოიყენებს: „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საუბარს იმაზე, თუ კიდევ რა სახის სანქციებზე შეიძლება ვიფიქროთ, განსაკუთრებით ენერგეტიკასთან დაკავშირებით“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]