weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლებაზე განცხადებას ხელი საქართველომაც მოაწერა

17:56 ორშაბათი, 21 მარტი 2022

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ხელმომწერ ქვეყანათა შორის საქართველოც არის.

სტეფანჩუკმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

„დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

განახლება: რუსლან სტეფანჩუკმა განცხადების ტექსტი Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მისი ხელმომწერები 13 ქვეყნის პარლამენტების წევრები არიან. საქართველოს პარლამენტიდან ხელს აწერს გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.   

განცხადების ტექსტის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ითხოვენ გადამწყვეტ ნაბიჯებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, კერძოდ, უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას და უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ტექნიკის გადაადგილების შეჩერებას, რაც შეიძლება გაკეთდეს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდებით. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს წვდომას ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საჭიროა საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება იმ ქალაქებში, რომლებიც იბომბება და დაჭრილებისა და ლტოლვილების გადარჩენა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ბირთვულ ობიექტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთომოს, რადგან ელექტროსადგურები და ნარჩენების შესანახი ადგილები საფრთხეა მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

„კრემლის ეს ქმედება არის ომის აგრესია. ეს არის ევროპის მშვიდობის დარღვევა და ომის დანაშაულების პროვოცირება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვას, ხელმისაწვდომი გავხადოთ ჰუმანიტარული დახმარება და დავიცვათ ის ადგილები, რომლებიც ყველა ჩვენგანს საფრთხეს უქმნიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]