weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

არესტოვიჩმა უკრაინელებს ურჩია „დათა თუთაშხიას წესის“ მიხედვით იმოქმედონ

19:22 ორშაბათი, 21 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინელებს მოუწოდა, დაბომბვის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში არ გაავრცელონ და ამით მტერს არ დაეხმარონ. არესტოვიჩი უკრაინელებს ურჩევს „დათა თუთაშხიას წესის“ მიხედვით იმოქმედონ.

„იყო ასეთი ცნობილი ლიტერატურული გმირი ქართული ეპოსის, რომელიც დაწყევლილ ცარიზმს ეწინააღმდეგებოდა. მას დათა თუთაშხიას ეძახდნენ. დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციის წესი, რომელიც ასე ჟღერდა: თუ დაგინიშნეს შეხვედრა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვიან. ყოველთვის დარჩები ცოცხალი. ზუსტად ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან ან რუსული არმიის მიერ ჩვენი ქალაქებისა და პოზიციების დაბომბვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი განმარტებით, შეტევის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დარტყმის შედეგების დადგენაა.

„ამის მიხედვით შეირჩევა საბრძოლო მასალის ტიპი, აღჭურვილობა, იარაღის ტიპი, საიდანაც მოხდება პირველი, მეორე და შემდგომი სროლები. ზემოქმედების შედეგების შეფასება კრიტიკული ელემენტია და თქვენ მტერს საქმეს უადვილებთ. ისინი, ვინც ამას იღებენ და აქვეყნებენ, უკვე დაიმსახურეს რუსეთის ფედერაციის საბრძოლო ჯილდოები... თუ გადაღება გინდათ, ნუ გამოაქვეყნებთ, მაგრამ თუ საერთოდ ვერ ითმენთ, დარტყმიდან სულ მცირე ერთი დღე მოიცადეთ და როდესაც სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, ან ისე შეიცვლება, რომ მტერი ვერ შეძლებს ეფექტის ზუსტად დანახვას, მაშინ გამოაქვეყნეთ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის საჭირო უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინელი სამხედროებისა და მაშველების პოზიციების გადაღება: „ნუ გააკეთებთ ამას. თქვენ კლავთ საკუთარ ხალხს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]