weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რუსეთმა უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

22:58 ორშაბათი, 21 მარტი 2022

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: ომის დაწყებისკენ საჯარო მოწოდებები, ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივება და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკების“ გავრცელება.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, დმიტრი გორდონმა უკრაინული ტელეარხის ეთერში რუსეთზე შეარაღებული თავდასხმისა და ბირთვული იარაღის გამოყენებით აგრესიული ომისკენ მოუწოდა.

„გარდა ამისა, მან საჯაროდ მოუწოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ეროვნების, ენისა და წარმოშობის ნიშნით განადგურებისკენ. ამავე დროს, სანდო ცნობების საფარქვეშ, მან მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ფარგლებში უკრაინულმა მედიამ სრულიად დაივიწყა ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები და ნორმები და იქცა ექსტრემისტული და სხვა კრიმინალური მოწოდებების პლატფორმად. ეს ყველაფერი საუბრობს არა მხოლოდ ასეთი მედიის ლიდერების სრულ უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმზე, არამედ უკრაინული ნაციონალიზმის არსზეც, რომელიც სულ უფრო რადიკალურ ფორმებს იძენს“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

დმიტრი გორდონი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]