„მე და „ნოვაია გაზეტამ“ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავეცეთ უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების ფონდს. ვთხოვ სააუქციონო სახლებს გამოგვეხმაურონ და აუქციონზე გამოიტანონ მთელ მსოფლიოში ცნობილი ეს ჯილდო“, – ამბობს მურატოვი.
„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი, უნდა მოხდეს ტყვეების გაცვლა, დაღუპულთა ცხედრების გადასვენება, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და ლტოლვილების დახმარება.
დმიტრი მურატოვს 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭა „სიტყვის თავისუფლების (რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა) შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“.