weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინული მხარე რუს სამხედროს მოქალაქის მოკვლასა და მისი ცოლის გაუპატიურებაში ადანაშაულებს

17:46 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

უკრაინის გენერალური პროკურატურა და კიევის ოლქის პოლიცია აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა სოფელ ბოგდანოვკის მკვიდრი, სამოქალაქო პირი მოკლა, მისი ცოლი კი გააუპატიურა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ უკრაინის გენპროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გაავრცელა Facebook-ზე, მოგვიანებით კი კიევის ოლქის პოლიციამ დაადასტურა.

პოლიციის თანახმად, მარტის დასაწყისში, სოფელ ბოგდანოვკის ოკუპაციის დროს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი სახლში შეიჭრა, პატრონი მოკლა, შემდეგ კი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა, მოკლული კაცის 34 წლის მეუღლე გააუპატიურა.

„ოკუპანტმა სქესობრივი დანაშაული რამდენჯერმე ჩაიდინა. ის ქალს და მის მცირეწლოვან შვილს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა“, – აცხადებს პოლიცია.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს მოძალადის ვინაობა გაარკვია. ის სავარაუდოდ უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.

„ამ ინფორმაციის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად აუცილებელია საპროცესო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის, ვინც უკრაინელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ კიდევ ცოცხალია“, – აღნიშნეს პოლიციაში.

უწყება აპირებს მამაკაცზე ძებნა ინტერპოლით გამოაცხადოს.

კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი ქალი და მისი შვილი უსაფრთხოდ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]