weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

12:07 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 რუსი ხელოვანი და შოუბიზნესის წარმომადგენელი, მათ შორის, ტელეკომპანია TNT-ს დირექტორი თინა კანდელაკი, დირიჟორი ვალერი გერგიევი და რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, არასასურველი პირების სიაში შეიყვანა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭრის გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის გადაწყვეტილებით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ.

„აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ გართობისა და კულტურის სფეროს, გამოხატეს აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისადმი. პერსონა ნონ გრატას სიაში შეყვანილი პირები საჯაროდ ამართლებდნენ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და ომს უკრაინაში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, რომელიც ერთი თვეა გრძელდება და რის შედეგადაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები ყოველდღიურად იღუპებიან.

„კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს თანამონაწილეობას. შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია“, – აღნიშნავენ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ შემდეგი პირები: მარია სიტელი, დმიტრი გუბერნიევი, ვლადიმერ მაშკოვი, არტიომ ჟოგა, თინა კანდელაკი, ვიქტორ პოლაკოვი, პოლინა გაგარინა, ნიკოლაი რასტორგუევი, ვიტალი ლოკტევი, ალექსანდრ ეროხინი, სერგეი პერეგუდა, ვასილი გერელო, ნატალია პოდოლსკაია, ანასტასია მაკეევა, ვიქტორია დაინეკო, დენის მაცუევი, ნიკიტა მიხალკოვი, ვალერი გერგიევი, დმიტრი სტრელცოვი, ალექსეი ტარასოვი, პაველ სუჩკოვი, ალექსეი კანტური, სერგეი პოლუნინი, ვიქტორია ციგანოვა, სტანისლავ მიხაილოვი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]