უკრაინული მხარის მონაცემებით, ამავე პერიოდში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა 530 ერთეული ტანკი, 1597 – საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 280 – საარტილერიო სისტემა, 82 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 47 – საჰაერო თავდაცვის სისტემა, 108 – თვითმფრინავი, 124 – ვერტმფრენი, 1033 – საავტომობილო ტექნიკა, 4 – ხომალდი და კატერი, 72 – საწვავის ავზი, 50 – ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 16 – სპეციალური აღჭურვილობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები ზუსტდება, გამოთვლას კი ინტენსიური საომარი მოქმედებები ართულებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საკუთარი სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაცია პირველად და უკანსაკნელად 2 მარტს გაავრცელა. უწყების ცნობით, ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ 498 ჯარისკაცი იყო დაღუპული, დაჭრილთა რაოდენობა კი 1597-ს შეადგენდა.
რაც შეეხება უკრაინის დანაკარგს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მარტს თქვა, რომ 24 თებერვლიდან 1300 უკრაინელი სამხედრო იყო დაღუპული.