„ჩვენ ინდივიდუალური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეებს და ჩარევას ექვემდებარებიან. ჩვენ გავზრდით ჩვენს დახმარებას, რათა დავეხმაროთ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მავნე გავლენებს და გააძლიერონ თავიანთი მდგრადობა ჩვენი პარტნიორების საჭიროებებისა და ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობის პროგრამების საფუძველზე. აპრილში საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ კონკრეტულ წინადადებებს ამ პარტნიორების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, NATO-მ და ევროკავშირმა უნდა გააგრძელონ იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მან ასეთ ქვეყნებს შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა დაასახელა.