weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის განცხადებით, უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო დაიღუპა

14:19 შაბათი, 26 მარტი 2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეორედ გამოაქვეყნა საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია. უწყების მონაცემებით, დაიღუპა 1351 სამხედრო მოსამსახურე, 3825 კი დაიჭრა.

2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 498 სამხედროს დაღუპვისა და 1597-ის დაჭრის შესახებ იტყობინებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, რუსული მხარის თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებების მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კიდევ 853 სამხედრო დაიღუპა და 2228 დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: პერსონალი – დაახლოებით 16 400 ადამიანი, ტანკი – 575 ერთეული, საბრძოლო ჯავშანტექნიკა – 1640, საარტილერიო სისტემა – 293, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – 91, საჰაერო თავდაცვის სისტემა – 51, თვითმფრინავი – 117, ვერტმფრენი – 127, საავტომობილო ტექნიკა – 1131, ხომალდი და კატერი – 7, საწვავის ავზი – 73, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 56, სპეციალური ტექნიკა – 19 და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა – 2.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]