weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა

16:35 შაბათი, 26 მარტი 2022

უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართველი მოსახლისეების ინფორმაციით, ის წუხელ კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ირპენში, საარტილერიო დაბომბვაში მოჰყვა.

„ძირითადად, აქ თუ ვიხოცებით, ვიხოცებით საარტილერიო დაბომბვებისგან. საარტილერიო დაბმომბვაში მოყვა და გარდაიცვალა ჩვენი ძმა. ჩვენი მეომარი ბიჭი, ყველა ომში ნაომარი, აფხაზეთიდან დაწყებული, წუხელ შეეწირა ურდოს ჯარს. უკვე კიევშია, მორგშია. გზებს ასუფთავებენ და ალბათ, ხვალ ან ზეგ ჯერ პოლონეთში, პოლონეთიდან კი საქართველოში გადაასვენებენ“, – ამბობს ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი.

საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა: „სახელსა და გვარს ჯერჯერობით არ დავასახელებ – ირპენთან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე. დაწყებული გვაქვს ყველა შესაბამისი მოქმედება სამშობლოში მის გადმოსასვენებლად“.  

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მოხალისეებად წასული ყოფილი სამხედროები – დავით რატიანი და გია ბერიაშვილი 17 მარტს, ირპენში გარდაიცვალნენ. 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძოდა.

რატიანი და ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს, ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]