„ყველა მონაცემის დასადგენად მუშაობა გრძელდება აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებსა და მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, ქალაქ მარიუპოლში, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე“, – აცხადებს უკრაინის გენპროკურატურა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 30 მარტის ჩათვლით დაიღუპა 1232 მშვიდობიანი მოქალაქე, 1935 კი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების ძირითადი მიზეზი აფეთქებები, მათ შორის, მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობების გამოყენება, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები იყო.