weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 153 ბავშვი დაიღუპა – გენპროკურატურა

12:02 პარასკევი, 01 აპრილი 2022
AP Photo/Emilio Morenatti AP Photo/Emilio Morenatti

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის განმავლობაში 153 ბავშვი დაიღუპა, 245-ზე მეტი კი დაიჭრა. ბავშვები ყველაზე მეტად კიევის, დონეცკის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქებში დაზარალდნენ.

„ყველა მონაცემის დასადგენად მუშაობა გრძელდება აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებსა და მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, ქალაქ მარიუპოლში, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე“, – აცხადებს უკრაინის გენპროკურატურა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 30 მარტის ჩათვლით დაიღუპა 1232 მშვიდობიანი მოქალაქე, 1935 კი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების ძირითადი მიზეზი აფეთქებები, მათ შორის, მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობების გამოყენება, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]