weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქვეყნის აღმოსავლეთით ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, წინ რთული ბრძოლებია – ზელენსკი

11:47 შაბათი, 02 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ახალი ძლიერი შეტევებისთვის ემზადება და სამხედრო ძალების დონბასში და ხარკოვის მიმართულებით კონცენტრირებას ახდენს.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება. რუსი სამხედროები დონბასში შეჰყავთ. ასევე ხარკოვის მიმართულებითაც. ისინი ახალი ძლიერი დარტყმებისთვის ემზადებიან. ჩვენც ვემზადებით უფრო აქტიური თავდაცვისთვის. ვიყენებთ ყველა შიდა და გარე შესაძლებლობას.

წინ რთული ბრძოლებია. ჯერ კიდევ არ შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს ყველა გამოცდა გავიარეთ.

გამარჯვება ყველას გვინდა, მაგრამ, როცა ეს მოხდება, მას ყველა დაინახავს და იგრძნობს - მშვიდობა დაისადგურებს“, – ციტირებს ზელენსკის განცხადებას სააგენტო Unian-ი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ხარკოვის ბლოკირებას განაგრძობს, ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას, არტილერიით ბომბავს საცხოვრებელ რაიონებს და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს ზვერავს. რაც შეეხება დონბასის მიმართულებას, გენშტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები იქაც გრძელდება. კერძოდ, რუსეთის არმია ახორციელებს საჰაერო დარტყმებს უკრაინის არმიის ნაწილებზე რუბიჟნოიეს, ბელაია გორას, მარინკას, სევეროდონეცკის დასახლებების მიმდებარედ. ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებულია პოპასნაიასა და რუბიჟნოეს დასახლებების აღებაზე.

რუსეთი უკრაინაში 38 დღის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმაშტაბიანი ომი დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]