„მათ ისე ესმით, ჩვენს ქვეყნებში და ჩვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენების არსი, როგორც არავის სხვას.
დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრ გრიგორის ძეს გული არანაკლებ მტკივა, ვიდრე ვლადიმირ ვლადიმირის ძეს.
მათ ასევე ესმით, რომ შეიძლება უთანხმოება გვქონდეს, მაგრამ მათთვის ყოველთვის მთავარია მეგობრული დიალოგის გაგრძელება. თუმცა, მერწმუნეთ, ისინი ზოგჯერ ძალიან მკაცრად საუბრობენ, რადგან ძალიან მკაცრად იცავენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა პესკოვმა.
ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „უკრაინა ბელარუსის ტერიტორიაზე, რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ ჯარზე თავდასხმისთვის ემზადებოდა“.
„ჩვენ არ დავსხმივართ მათ თავს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრევენციულად დაიწყეს სროლა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ თქვენთან სახლში ვიყავით, ორი დღით ადრე... ახლა გაჩვენებთ, საიდან მზადდებოდა თავდასხმა ბელარუსზე. ოპერაციამდე 6 საათით ადრე რომ არ ყოფილიყო მიტანილი პრევენციული დარტყმა პოზიციებზე - 4 პოზიციაზე, ახლა გაჩვენებთ, რუკა მაქვს მოტანილი, ისინი თავს დაესხმებოდნენ ჩვენს, ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც სწავლებაზე იყვნენ. ამიტომ ჩვენ არ დაგვიწყია ომი, ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, – უთხრა ლუკაშენკომ პუტინს 11 მარტს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.