weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა

23:01 შაბათი, 02 აპრილი 2022

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გარეშე მუშაობს.

„ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ ევროკავშირში, რომელიც გაზს „გაზპრომიდან“ იღებდა და მიაღწია რუსული გაზისგან დამოუკიდებლობას. ეს არის გრძელვადიანი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგაც კი, რუსეთთან ენერგოპარტნიორობის აღდგენა „ევროკავშირის ყველაზე დიდი შეცდომა“ იქნება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე მოკლე ვადებზე, როცა ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები მზად იქნებიან შესყიდვის შეჩერებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ შესყიდვები არ გაგრძელდეს ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ნაუსედამ.

ორი დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ექსპორტირებული გაზის ღირებულების რუბლებში გადახდის შესახებ და „არამეგობრული“ ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ გაზი არ მიეწოდებათ, თუ ასეთი გადახდების განსახორციელებლად რუბლის ანგარიშებს არ გახსნიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]