weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

4 წლის უკრაინელი ბიჭი, რომელსაც თითქმის ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

12:57 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

4 წლის უკრაინელი ბიჭი, საშა, რომელიც საომარი მოქმედებების დროს, კიევის ოლქში მდებარე ვიშგოროდში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დედა ადასტურებს.

„დღეს ვიპოვეთ საშას ცხედარი. მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც სჯეროდა და ძებნაში გვეხმარებოდა. თითოეულის მადლობელი ვარ ლოცვებისა და რწმენისთვის, მხარდაჭერისთვის. თქვენი წყალობით ჩემი შვილი დამიბრუნდა. ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე ზეცაშია. დღეს მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა“, – დაწერა Instagram-ზე ბავშვის დედამ.

საშას 10 მარტიდან ეძებდნენ. ის ვიშგოროდში ბებიასთან იმყოფებოდა, როდესაც ალყა და დაბომბვა დაიწყო. რადგან ყველა გზა რუსმა სამხედროებმა გადაკეტეს, მოსახლეობა მდინარის გადალახვით ცდილობდა თავის დაღწევას. ნავი, რომელშიც საშა ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, ჩაიძირა და ნაპირამდე ვერ მიაღწია. ბებიის ცხედარი 11 მარტს იპოვეს, ბავშვი კი გაუჩინარდა. ის ერთადერთი იყო, ვისაც სამაშველო ჟილეტი ეცვა.

„მამა და დედა საკუთარი ვაჟის პოვნას თითქმის ერთი თვე ცდილობდნენ და იმედს არ კარგავდნენ, რომ ცოცხალი იყო. დღეს ისიც გარდაცვლილი იპოვეს“, – წერს საქართველოში უკრაინის საელჩო Facebook-ზე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 446-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. აქედან 167 ბავშვი დაიღუპა, 279-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]