NOAA - ატლანტიკის ოკეანე: ქარიშხალი „ირმა“ კოსმოსიდან.
Reuters - პალასი, ფინეთი: ჩრდილოეთის ციალი, იგივე ავრორა ბორეალისი ლაპლანდიის სოფლის თავზე.
კრისტი მაკკლუერი - ნორთ ბონვილი, ვაშინგტონი: ვაშინგტონის შტატის სარეკრეაციო ზონა ბიკონ როკში მოთამაშე გოლფისტები იგლ კრიკზე 30 000 აკრ ფართობზე გაჩენილ ხანძარს ადევნებენ თვალს.
კაილ გრილო - ლა ტუნა, კალიფორნია: 5000 აკრზე გაჩენილი ხანძარი.
ჯიმ ურკუჰარტი - შავი კლდის უდაბნო, ნევადა: მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე კრეატიული ყოველწლიური ფესტივალი „დამწვარი კაცი“.
ჯონ ნასკა - ბასა, ესპანეთი: კასკამორასის ყოველწლიური ფესტივალის მონაწილეები. რელიგიური საფუძვლის მქონე ფიესტაზე ქალაქ გუადიქსის მაცხოვრებლები ცდილობენ, მეზობელ ბასას მაცხოვრებლებს რაც შეიძლება მეტი ჭუჭყი წაუსვან.
ამერ ალმოჰიბანი - დუმა, სირია: სასტიკი ომისგან დანგრეულ ქალაქში ბავშვები ეიდ ალ-ადჰას, იგივე ყურბან ბაირამის დღესასწაულზე საქანელაზე თამაშობენ.
კ. მ. ასადი - უქჰია, ბანგლადეში: ბანაკში მყოფი როჰინჯიელი მუსლიმი ბიჭუნა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ლტოლვილს შორის, რომელთაც მიანმის დატოვება პოლიტიკური კრიზისის გამო მოუხდათ.
გრეგ ბეიკერი - სინუიძუ, ჩრდილოეთ კორეა: ჯარისკაცი ჩინეთის საზღვართან მდებარე მდინარე იალუს, იგივე ამნოკის ნაპირზე.
სერგეი ილნიცკი - ჟეზყაზღანი, ყაზახეთი: „სოიუზ“ MS 04-ის კაპსულა, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსური მისიის ეკიპაჟი: რუსი ფიოდორ იურჩიხინი და ამერიკელები - ჯეკ ფიშერი და პეგი ანეტ უიტსონი დააბრუნა, უდიდესი პარაშუტით ეშვება მიწაზე.