weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიშელმა მხარი დაუჭირა იდეას EU-ში თავშესაფარი მისცენ რუს სამხედროებს, ვინც იარაღს დაყრიან

17:21 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე საერთაშორისო სამართალი აღსრულდება. მან რუს ჯარისკაცებს მოუწოდა, იარაღი დაყარონ, თუ არ უნდათ, რომ კრიმინალები იყვნენ.

„მხოლოდ ორი კვირის წინ აქ, პარლამენტში, შოკირებული და თავზარდაცემულები ვიყავით პარიუპოლის სატანჯველით, ქალაქისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადელი დანაშაულებით. დღეს გამოვხატავთ აღშფოთებას კაცობრიობის – უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის – წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო ბუჩაში და ბევრ სხვა ქალაქში. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ რუსეთის სისასტიკეს უკრაინის ხალხის მიმართ არ აქვს საზღვრები. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა ომის დანაშაულებებზე, სიკვდილით დასჯაზე, ქუჩებში გვამებისა და მასობრივი საფლავების შესახებ.

ეს არ არის სპეციალური ოპერაცია. ეს ომის დანაშაულებია და ჩვენ, ევროკავშირი, ამას ზურგს არ შევაქცევთ – ჩვენ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ. უნდა იყოს და იქნება მძიმე შედეგები ყველა პასუხისმგებელი პირისთვის.

ჩვენ უკვე მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას მტკიცებულებების შესაგროვებლად. გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც შეგვიძლია, იმისთვის, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში იქნენ მიცემული. საერთაშორისო სამართალი აღსრულდება.

მე მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს ბრძოლის ველზე მყოფი რუსი ჯარისკაცების მიმართ: თუ არ გინდათ მონაწილეობა მიიღოთ თქვენი უკრაინელი ძმებისა და დების მკვლელობაში, თუ არ გაქვთ სურვილი იყოთ კრიმინალი, დაყარეთ იარაღი, შეწყვიტეთ ბრძოლა და დატოვეთ ბრძოლის ველი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მან მხარი დაუჭირა ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეთავაზებას – იმ რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებიც რუსეთის ბრძანებებს არ დაემორჩილებიან, ევროკავშირში თავშესაფარი მიიღონ.

„ეს ღირებული იდეა, რომელიც უნდა განხორციელდეს. სწორედ ახლა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სისასტიკე შეჩერდეს“,
– აღნიშნა მიშელმა.

მისივე თქმით, რუსეთსთვის დაწესებული სანქციები გამკაცრდება. როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, ახალ პაკეტში შედის რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა.

„მიმაჩნია, რომ ადრე თუ გვიან ნავთობზე და გაზზეც საჭირო იქნება ზომების მიღება. ჩვენ შევაჩერებთ ევროკავშირის პორტებში რუსულ გემების შესვლას და დავაწესებთ აკრძალვას რუსეთისა და ბელარუსის საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებზე. ტრანზაქციის აკრძალვას უფრო მეტ ბანკს დავუწესებთ, რათა კიდევ უფრო შევასუსტოთ რუსეთის ფინანსური სისტემა“, – განაცხადა შარლ მიშელმა და აღნიშნა, რომ უნდა აღმოიფხვრას ყველა შესაძლებლობა, რაც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას მისცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]