weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

UN-ის ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას საქართველომაც დაუჭირა მხარი

23:04 ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების შესახებ. 193-წევრიანი ასამბლეიდან რეზოლუციას მხარი 93 ქვეყანამ დაუჭირა, რომელთა შორის საქართველოც არის.

24-მა წევრმა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, 58-მა კი პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.  

ხმის მიცემის დაწყებამდე უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგეი კისლიცამ ქვეყნებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ბუჩა და ათობით სხვა უკრაინული ქალაქი თუ სოფელი, სადაც ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები იქნა მოკლული, ნაწამები, გაუპატიურებული, გატაცებული დ გაძარცვული რუსული არმიის მიერ, არიან მაგალითები იმისა, თუ რამდენად დრამატულად დაშორდა რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა სფეროში თავის თავდაპირველ განცხადებებს. ამიტომაც არის ეს შემთხვევა უნიკალური და დღევანდელი პასუხი აშკარა და თავისთავად გასაგები“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

რუსეთის ფედერაციის ელჩის მოადგილემ, გენადი კუზმინმა განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნები და მათი მოკავშირეები „ადამიანის უფლებათა არსებული არქიტექტურის განადგურებას ცდილობენ“ და ქვეყნებს მოუწოდა, ხმა ამის წინააღმდეგ მიეცათ. მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვა საშიში პრეცედენტი იქნებოდა. ამასთან გენადი კუზმინმა უარყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები და თქვა, რომ ისინი „დადგმულ მოვლენებს და ფართოდ გავრცელებულ ფეიკებს“ ეფუძნება.

კენჭისყრის შემდეგ კუზმინმა განაცხადა, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოში უფლებამოსილებას დაგეგმილზე ადრე, 7 აპრილსვე შეიწყვეტს.

„რუსული მხარე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას ეხება, განიხილავს როგორც უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯს გადადგმულს იმ მიზნით, რომ დაისაჯოს გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფო, რომელიც ატარებს დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა გენადი კუზმინმა.

ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის ინიციატივით 4 აპრილს შეერთებული შტატები გამოვიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შესახებ გახდა ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]