„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არის რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, რუსეთზე სანქციების ზეწოლისა და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხებში ლიდერი“, – დაწერა სოციალურ ქსელში ვოდოდიმირ ზელენსკიმ.
ბორის ჯონსონის თქმით, ზელენსკის კიევში შეხვდა იმის საჩვენებლად, რომ დიდი ბრიტანეთი ურყევად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხის.
„ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც არის ჩვენი ერთგულების დადასტურება რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ჯონსონმა.