weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

დენისოვას თქმით, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელების იძულებითი პასპორტიზაცია მიმდინარეობს

10:35 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენოსოვას ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებში იძულებით გადასახლებული მოქალაქეების პასპორტიზაცია დაიწყო.

„აგრესორი ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის - ქალების, შშმ პირებისა და პენსიონერების დაშინების გზით მათგან თითქმის 14 ათასი განაცხადი მიიღო რუსეთის მოქალაქეობაზე და გასცა 12 ათასი პასოპორტი“, – განაცხადა დენისოვამ.

მისივე თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს რუსულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში უკრაინის მოსახლეობის იძულებითი ინტეგრაციის გაგრძელებას.

„იძულებითი პასპორტიზაცია უკანონოა და არ არის აღიარებული უკრაინაში. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციის პირდაპირ დარღვევას“, – აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.

უკრაინის სახალხო დამცველმა გაეროს მიერ შექმნილ კომისიას, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევას სწავლობს, ასევე ეუთოს მისიას მოუწოდა, გაითვალისწინონ რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ეს ფაქტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]