weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მარიუპოლში 22 ათასამდე ადამიანი დაიღუპა

00:03 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022
ფოტო Reuters ფოტო Reuters

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლში 22 ათასამდე ადამიანია დაღუპული.

„მარიუპოლში არსებული სიტუაციის გამო, რთულია დანაკარგების შესახებ კომენტარების გაკეთება. ქალაქი ალყაშია და ბლოკირებულია“, - ამბობს ტელეკომპანია CNN-თან კირილენკო, - „ამჟამად ვსაუბრობთ 20-დან 22 ათასამდე დაღუპულზე“.

CNN-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა მიახლოებითი რაოდენობის შესახებ დამოუკიდებელი ცნობები ხელმისაწვდომი არაა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში „ათობით ათასი“ დაიღუპა.

კირილენკომ მარიუპოლში შესაძლო ქიმიური თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი: „ვიცით, რომ წუხელ, დაახლოებით შუაღამისას, თვითმფრინავმა ჩამოაგდო ჯერჯერობით უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა სამმა ადამიანმა თავი ცუდად იგრძნო. რაც გავიგეთ იყო ის, რომ სამი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]