weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლონეთის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში გაემგზავრნენ

11:01 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

პოლონეთის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებმა Twitter-ზე გამოქვეყნეს ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ ლიდერები უკრაინაში მატარებლით გაემგზავრნენ.

„მივემგზავრებით კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს სუვერენტიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას. ერთად გამარჯვებამდე!“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

„მივდივართ კიევში, ქალაქში, რომელიც, ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, საშინლად იტანჯება რუსეთის ომის გამო. ჩვენ ვეწვევით უკრაინას ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოსახატავად, შევხვდებით ძვირფას მეგობარ პრეზიდენტს ზელენსკის“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალან კარისმა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ვიზიტში უნდა მიეღო მონაწილეობა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. როგორც მან გუშინ განაცხადა, სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინაში გამგზავრება პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ შესთავაზა, თუმცა „ეს არ სურდათ კიევში“. გერმანულმა გაზეთმა Bild-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაინმაიერის მიღებაზე უარი განცხადა, რისი მიზეზიც გერმანიის პრეზიდენტსა და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირები გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]