გენპროკურორის ოფისში აცხადებენ, რომ ეს ციფრები საბოლოო არ არის, რადგან მიმდინარეობს მუშაობა მათ დასაზუსტებლად აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
„ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში - 117, კიევის ოლქში - 105, ხარკოვში - 81, ჩერნიგოვში - 54, მიკოლაევში - 40, ხერსონში - 38, ლუგანსკში - 36, ზაპოროჟიაში - 23, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირში - 15.
„სუმის რაიონის ქალაქ ტროსტიანეცში სისხლის სამართლის დანაშაულების აღრიცხვისას დადგინდა, რომ 21 მარტს რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა. 14 აპრილს, დაბომბვის გამო, ხარკოვის ოლქში, სოფელ ოლექსანდრივკაში 9 და 11 წლის ბავშვები დაიჭრდნენ“, – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.
მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 95 მთლიანად განადგურებულია.